среда, 4 ноября 2009 г.

პროექტი

პროექტის ხახელი: წივწივა

პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მიზანია მიუსაფართა (ცხოველები, ფრინველები, ბავშვები, მოხუცები) პრობლემის დანახვა, გათავისება და გადაჭრის გზების ძიება.

პროექტის სრული აღწერა:ეს პროექტი მიზნად ისახავს,ბავშვების მიერ მიუსაფართა პრობლემის დანახვას და განვითარებას,მათი პარობების გამოსწორებაზე ზრუნვა და გადაჭრის გზების ძიებას.მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას(ბიბლიოთეკისა ისტ-ის მეშვეობით)წივწივების შესახებ. საუბრობენ მათთვის დამახასიათებელ თვისებებზე.იკვლევენ და იგებენ რომ წივწივები ზამთარში რჩებიან ჩვენთან და არ მიფრინავენ თბილ ქვეყნებში, სხვა ფრინველებისაგან განსხვავებით. ამით მასწავლებელთან ერთად პარარელს ავლებენ მიუსაფარ ბავშვებთან და მოხუცებთან. ირკვევა, რომ წივწივებსაცადამიანების მსგავსად ჩვენი ზრუნვა და თანადგომა სჭირდებათ. რადგან ისინი უმწეო არსებები არიან და გმირულად იტანენ სიცივეს, შიმშილსა და ტკივილს.

მოსწავლეთა ასაკი/კლასები: 8-9წ / III-IV კლ.

ვადები/ხანგრძლივობა: 3-4 თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მიუსაფარი ფრინველების, კერძოდ წივწივების შესახებ. ისაუბრებენ მათი გამრავლების შესახებ,გამოიყენებენ იმ თვალსაჩინოებას, რომელიც მოეპოვებათ და ამით განასხვავებენ წივწივებს სხვა ფრინველებისაგან.

მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოაწყობენ გასეირნებას ბუნებაში,გადაუღებენ სურათებს ფრინველებს. ვიდეოს საშუალებით დააფიქსირებენ, როგორ ცდილობენ წივწივები დაემალონ ყველა პრობლემას, როგორ მიძვრებიან საკვამლე მილში,სარდაფებში, საკუჭნაოებსა და ფუღუროებში. ამის შემდეგ დაამზადებენ ვიდეო მასალასა და ფოტო ალბომს.

სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეების მიერ შექმნილ ფოტოალბომისა და ვიდეო მასალის გაცნობა.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული,ბუნება, ხელოვნება.

პროექტის ფასილიტატორის ვინაობა: მაია თვარაძე ქ. ქუთაისის N37 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი.

პროექტის ფასილიტატორის ელ- ფოსტა:maiatvaradze@gmail.com

პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: